Apple-ის პროდუქტები დროთა განმავლობაში მისი ფანებისთვის უფრო და უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება, თუმცა არიან ისეთებიც ვისაც სასწაულების ჯერ კიდევ ჯერა. კომპანიის მიერ წარმოებულმა ფასების პოლიტიკამ მათ საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დააკარგვინა. ახლა უკვე 2019 წელს Apple-მა გადაწყვიტა ეს შეცდომა გამოასწოროს.

iPhone SE-ს მეორე თაობის სმარტფონის გამოშვება კომპანიას დაეხმარება მომხმარებლების გული ისევ მოიგოს და მათ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ და ძველებური, ორიგინალური iPhone-ის დიზაინის მოწყობილობას შესათვაზებს.

შესაძლოა ანონსი უკვე მიმდინარე წლის მარტში ვიხილოთ, თუმცა სიახლის ყიდვა გაცილებით გვიან, წლის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი. მთელი მსოფლიო გულის ფანცქალით ელოდება სიახლეს და უკვე მისი სავარაუდო დიზაინის სამი ვარიანტიც კი იქნა წარმოდგენილი.

ვარაუდობენ, რომ სმარტფონი 4 დიუმზე უფრო დიდი ეკრანით იქნება, მაგრამ შეინარჩუნებს კომპაქტურობას და მისი ტექნიკური შესაძლებლობები სრულად გაიმეორებს iPhone 6S-ის ფუქნციონალს.

ვარაუდობენ, რომ სიახლის ფასი 600$-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ ეს ნიშნულიც მას წინამორბედზე გაცილებით ძვირს ხდის.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here