სტარტაპერებისთვის გლობალური ექსპანსიის დასახმარებლად, შეიქმნა პროგრამა Venture Elevator. პროექტი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 22 გუნდი ჩაერთო. სწავლება კი, 17 მაისს დაიწყო და 8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

“მსოფლიოში, დაახლოებით, 3000 აქსელერატორი არსებობს. ძალიან პოპულარული გახდა ეს მეთოდი და ძალიან ეხმარება სტარტაპებს. მაგრამ აქსელერატორებს რომ შევხედოთ, არის ტოპ ათეული, რომელიც ყველაზე მაგარ სტარტაპებს უშვებს. ანუ იქ თუ მოხვდა სტარტაპი, ე.ი. ნამდვილად აქვს გამორჩეული ტალანტი, რასაც ჩვენ Unfair Advantage-ს ვეძახით. იქ მოხვედრა ძალიან ძნელია. აქსელერატორების მუშაობის პრინციპი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩვენ ვცდილობთ, საქართველოს პირობებში გავაკეთოთ ყველაფერი, რისი რესურსიც გვაქვს. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ჩამოგვყავს პროფესიონალი მენტორები. საქართველოს მხრიდან, ვართ ოთხი ბიზნეს მენტორი, IP – Intellectual Properties-ისა და ფაბლაბის მენტორები.” – დავით გაჩეჩილაძე

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here