MWC 2017-ის ფარგლებში Sony-მ ბარსელონაში ახალი პრემიუმ სმარტფონი Xperia XZ Premium წარმოადგინა. მოწყობილობა Snapdragon 835-ის ბაზაზეა და უნიკალური კამერითაა აღჭურვილი, რომელსაც slow-mo ვიდეოს 960 კადრი წამში სიხშირით გადაღება შეუძლია.

XZ Premium

Qualcomm-მა დააღვია პირობა და შეძლო მიეწოდებინა Snapdragon 835 პროცესორები Sony-ს ახალი ფლაგმანისთვის Samsung Galaxy S8/S8 Plus-ის გამოსვლამდე, რაც აღნიშნული სამხრეთკორეული ფლაგმანების გამოსვლის გადადების გამო გახდა შესაძლებელი.

Triluminos ეკრანი 40%-ით უფრო ნათელია ვიდრე Xperia Z5 Premium. არის HDR ტექნოლოგიის მხარდაჭერა, უფრო მეტი დინამიური დიაპაზონი, რომელიც გამოსახულების ხარისხს საგრძნობლად აუმკობესებს. რა თქმა უნდა ეკრანს 4K რეზოლუცია აქვს და ის Gorilla Glass 5 შუშით არის დაცული. სმარტფონი IP68 სტანდარტის შესაბამისად წყლისა და მტვრის შეღწევისგან არის დაცული.

სმარტფონის მთელი ზედაპირი შუშით არის დაფარული, რასაც Glass Loop Surface ტექნოლოგიის სახელით გვთავაზობს მწარმოებელი. თითის ანაბეჭდების სკანერი ტელეფონის ჩართვის ღილაკშია ჩაშენებული. აპარატი ორ ფერში luminous Chrome და Deepsea Black გამოვა.

960 კადრი წამში გადაღების უზრუნველსაყოფად კამერაში სამფენიანი სენსორია დაყენებული. მესამე ფენა არის გიგაბიტიანი DRAM მეხსიერების მოდული, რომელიც კონტენტის ბუფერიზაციას უზრუნველყოფს. Slow-mo ვიდეო 720p გარჩევადობიდ იწერება.

ტექნიკური მონაცემები:

  • ჩიპსეტი: Snapdragon 835
  • ოერატიული მეხსიერება: 4 გბ
  • მთავარი კამერა: 20 მპ, 960 კადრი წამში ვიდეო
  • წინა კამერა: 13 მპ, ფართოკუთხიანი, სენსორი 1/3.06”, 22 მმ.
  • ეკრანი: 5,5 დიუმი, 4K (2160 x 3840 პიქსელი), HDR, Triluminos
  • კორპუსი: IP68 – დაცვა წყლისა და მტვრისაგან
  • აკუმლატორი: 3230 მა/სთ, სწრაფი დამუხტვა QuickCharge 3.0 USB-C
  • თითის ანაბეჭდის სკანერი: ჩართვის ღილაკში
  • საოპერაციო სისტემა: Android 7.1
  • წონა: 195 გ.

Xperia XZs

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი სმარტფონი Motion Eye კამერით არის აღჭურვილი, რომელიც პრედიქტიული ავტოფოკუსით არის აღჭურვილი და თვალყურს ადევნებს მოვლენებს და იწყებს კონტენტის ბუფერიზაციას იმისთვის, რომ ყველაზე ნათელი მომენტები არ გამოეპაროს. RGBC-IR სენსორის წყალობით უფრო რეალისტური ფერები მიიღება და 5 ღერძიანი ელექტრონული სტაბილიზაციის სისტემა SteadyShot 5 პანორამების ინტელექტუალურად გადაღებას ხდის შესაძლებელს.

სმარტფონი 2017 წლის აპრილში გამოვა გაყიდვაში და ხელმისაწვდომი იქნება Warm Silver, Ice Blue და Blac ფერებში.

ტექნიკური მონაცემები:

  • ჩიპსეტი: Snapdragon 820
  • ოპერატიული მეხსიერება: 4 გბ
  • მთავარი კამერა: 19 მპ, სენსორი 1/2.3 (25 მმ.), f/2.0, პრედიქტიული და ლაზერული ავტოფოკუსი RGBC-IR, 4К-ვიდეო, SteadyShot 5 ციფრული სტაბილიზაცია
  • წინა კამერა: 13 მპ, ფართოკუთხიანი, სენსორი 1/3.06”, 22 მმ.
  • ეკრანი: 5,2 დიუმი, 2K (1080х1920 პიქსელი)
  • თითის ანაბეჭდების სკანერი: ჩართვის ღილაკში

Xperia XA1 Ultra

ახალი სმარტფონი Ultra ქვესერიის ტრადიციებს აგრძელებს და მისი სელფი კამერაც კი ოპტიკური სტაბილიზაციით არის აღჭურვილი. დაყენებულია ცალკე შუქდიოდური განათება რაც სელფების ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს, განსაკუთრებით ბნელ გარემოში.

მთავარი კამერის გარჩევადობა 23 მეგაპიქსელია, თუმცა აქ სტაბილიზაცია არა ოპტიკური არამედ ელექტრონულია.

სმარტფონი შავ, თეთრ და ოქროს ფერებში იქნება წარმოდგენილი, ხოლო აზიის ბაზარზე ვარდისფერი მოდელის შეძენაც იქნება შესაძლებელი.

ტენიკური მონაცემები:

  • ჩიპსეტი: MediaTek Helio P20
  • მთავარი კამერა: 23 მპ, სენსორი 1/2.3 (24 მმ), f/2.0, ავტოფოკუსი, შუქდიოდური განათება, SteadyShot ელექტრონული სტაბილიზაცია.
  • წინა კამერა 16 მპ, სენსორი 1/2.6 (23 მმ), f/2.0, ავტოფოკუსი, შუქდიოდური განათება, ოპტიკური სტაბილიზაცია
  • ეკრანი: 6 დიუმი, 1080р
  • აკუმლატორი: 2700 მა/სთ, სწრაფი დამუხტვა: Pump Express+ 2.0 – USB-C
  • თითის ანაბეჭდის სკანერი: ჩართვის ღილაკში
  • საოპერაციო სისტემა: Android 7.0

XPeria XA1

XA1 ყველაზე კომპაქტურია ახალ სმარტფონებს შორის. მას 5 დიუმიანი ეკრანი აქვს ძალიან თხელი ჩარჩოთი და შესანიშნავი 23 მეგაპიქსელიანი კამერით, რომელსაც ჰიბრდული ავტოფოკუსი და ელექტრონული სტაბილიზაცია აქვს. რა თქმა უნდა მას არ შეუძლია 4K ვიდეოს გადაღება თუმცა 1080p ვიდეოს შესანიშნავი ხარისხით ჩაიწერს. წინა კამერა 8 მეგაპიქსელიანია, თუმცა მასაც ელექტრონული სტაბილიზაცია და ავტოფოკუსი აქვს.

Sony Xperia XA1 ასევე გამოვა შავ, თეთრ და ოქროს ფერებში. აზიის ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება ვარდისფერი ვარიანტიც.

ტექნიკური მონაცემები:

  • ჩიპსეტი: MediaTek Helio P20
  • ოპერატიული მეხსიერება: 3 გბ
  • მთავარი კამერა: 23 მპ, სენსორი 1/2.3 (24 მმ), f/2.0, ავტოფოკუსი, შუქდიოდური განათება, SteadyShot ელეტრონული სტაბილიზაცია, ჰიბრიდული ავტოფოკუსი, 1080р ვიდეო
  • წინა კამერა: 8 მპ, ავტოფოკუსი, ელექტრონული სტაბილიზაცია
  • ეკრანი: 5 დიუმი, 1080р
  • აკუმლატორი: 2300 მა/სთ, microUSB
  • თითის ანაბეჭდების სკანერი: ჩართვის ღილაკში
  • საოპერაციო სისტემა: Android 7.0
წინა სტატიაSamsung Galaxy Tab 3, Galaxy Book და ახალი VR ჩაფხუტი
შემდეგი სტატიაApple არ შეწყვეტს სამაგიდო კომპიუტერების გამოშვებას

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი