იაპონური TOSHIBA ეჭვქვეშ აყენებს კომპანიის მუშაობის გაგრძელებას, როგორც მოქმედი წარმოება, რასაც ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით ხსნის.

2016 წლის 9 თვის ფინანსური მაჩვენებლებით კომპანიის სუფთა წაგებამ 4,8 მილიარდი შეადგინა. ფინანსური წლის შედეგებით, რომელიც 2017 წლის 31 მარტს დასრულდა კომპანიის პროგნოზებით წაგება 9,2 მილიარდამდე გაიზრდება.

კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ საკუთარი კაპიტალი უარყოფით მაჩვენებლებამდე დეეცა. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი მინუს 2 მილიარდი იყო.

“არის მოვლენები და გარემოებები, რომლებიც იწვევს სერიოზულ ეჭვს კომპანიის შესაძლებლობაში უწყვეტად განაგრძოს თავისი საქმიანობა” – აღნიშნულია მათ განცხადებაში.

Toshiba-ს უმთავრესი პრობლემები მისი ამერიკული განყოფილების Westinghouse Electric-ის გაკოტრებას უკავშირდება, რომელიც ატომური ენერგეტიკის სფეროში მუშაობს. კომპანიამ გაკოტრების შესახებ 2017 წლის მარტში განაცხადა და ასევე გააკეთა განაცხადი კრედიტორებისგან დაცვის შესახებ რესტრუქტურიზაციის პერიოდში  ა.შ.შ-ს კოდექსის 11 თავის შესაბამისად.

Toshiba-ს გადასარჩენად მათ გადაწყვიტეს სქტივების ნაწილის გასხვისება, მათ შორის მიკროსქემების წარმოებისაც. ამ ბიზნესის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა ტაივანურმა მწარმოებლემა Foxconn.

 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here