Google-ის თანამდაფუძნებელი სერგეი ბრინი NASA-ს ეიმსის კვლევით ცენტრში დირიჟაბლების შექმნით დაკავდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ბრინი საჰაერო ხომალდებით მას შემდეგ მოიხიბლა, მას შემდეგ რაც ეიმსის კვლევითი ცენტრი მოინახულა, რომელიც Alphabet-ის (Google-ის მშობელი კომპანია) შტაბ-ბინის მახლობლად მდებარეობს. სერგეიმ შეიტყო, რომ ამ ცენტრში განთავსებულია დირიჟაბლი USS Macon, რომელიც ა.შ.შ-ს სამხედრო საზღვაო ფლოტმა ააშენა. სამი წლის წინ ამ ხომალდის ფოტოების ნახვის შემდეგ მან გადაწყვიტა მსგავსი ტიპის საკუთარი საფრენი აპარატი შეექმნა.

2015 წელს Google Planetary Ventures-მა იჯარით უშველებელი ანგარები შეიძინა ეიმსის ცენტრში. ერთ-ერთ მათგანში ბრინის დირიჟაბლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც არ არის Alphabet-ის პროექტი. ინჟინრებმა უკვე დაასრულეს ხომალდის მეტალის კარკასის შექმნა.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით დირიჟაბლის შექმნის პროექტს ალან უეტსონი ხელმძღვანელობს, რომელიც NASA-ს ეიმსის ცენტრის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელია. ინჟინერი ა.შ.შ-ს სამხედრო საჰაერო ძალებშიც მუშაობდა და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს ქმნიდა “ვარსკვლავური ომების” პროექტის ფარგლებში.

მშენებარე დირიჟაბლი არ არის Google X-ის Clacifier პროექტის ნაწილიც, რომელიც ტვირთების ტრანსპორტირების ინოვაციურ მეთოდებზე მუშაობს. საინტერესოა ისიც, რომ კომპანია Amazon-მა უკვე აიღო პატენტი დირიჟაბლების საწყობებად გამოყენებისთვის, რაც ტვირთის დრონებით მიტანისს სერვისის ნაწილი უნდა გახდეს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here