ჩინეთის ქალაქ ჰარბინში კომპანია BaoliYota Technology-მ ოფიციალურად დააანონსა ახალი სმარტფონი ორი ეკრანით – YotaPhone 3. როგორც სმარტფონის წინამორბედი ვერსიები, ასევე ახალი დივაისიც აღჭურვილია AMOLED ეკრანით, უკანა, დამატებითი ეკრანი კი შესრულებულია ელეტრონული მელნით. დაანონსებამდე, ცნობილი იყო სმარტფონის მხოლოდ რამდენიმე მახასიათებელი, უფრო ზუსტად კი: ხელმისაწვდომი ვერსიები და ფასები.

გამოფენაზე განაცხადეს რომ  YotaPhone 3 ხელმისაწვდომი იქნება ორ მოდიფკაციაში: ჩაშენებული დამაჩქარებლით 64 გბ-ზე და 128გბ-ზე. გარდა ამისა, აქამდე სმარტფონის გამოსვლის ბუნდოვანი თარიღები იყო ცნობილი, ახლა კი გაირკვა, რომ ზაფხულის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში დაიწყება წინასწარი გაყიდვები.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ზაფხულის დასასრულისათვის შედგება სმარტფონის სრულფასოვანი პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც გაირკვევა სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია. დივაისის მასიური გაყიდვები შემოდგომის დასაწყისში დაიწყება.

მართალია, სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლები არ არის ცნობილი, თუმცა ფასი ცნობილია. 64გბ-იანი ვერსია ეღირება 350 დოლარი, ხოლო 128გბ-იანი 100-დოლარით ძვირი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here