გასული თვის დასაწყისში Qualcomm-მა წარმოადგინა საშუალო კლასის რამდენიმე პროცესორი – Snapdragon 630 და Snapdragon 660. საინტერესოა, რომ Snapdragon 660 ჯერჯერობით გამოიყენება მხოლოდ ერთ სმარტფონზე – Oppo R11-ზე, რომელიც სიმძლავრით ტესტებში აღებატება Snapdragon 820-სა და 821-ს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს პროცესორი Snapdragon 835-თან შედარებით უფრო გამარტივებული ვერსიაა. როგორც გაირკვა, ახლო მომავალში Qualcomm აპირებს გამოუშვას კიდევ ერთი ახალი ჩიპსეტი Snapdragon 450. ეს იქნება Snapdragon 435-ის მემკვიდრე.
არსებული ინფრომაციის თანახმად, Snapdragon 450-ს ექნება რვა ბირთვი Cortex-A53 და ჩაშენებული გრაფიკული დამაჩქარებელი, რომელიც იმუშავებს 600მგჰც სიხშირეზე. პროცესორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.