მკვლევარები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ მიაკვლიონ ალცჰეიმერის დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის მეთოდებს. ავადმყოფობის ადრეული აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ამ შემთხვევაში მედიკამენტებით და მკურნალობის სხვა და სხვა მეთორების საშუალებით შესაძლებელია სნეულების ეფექტების მინიმიზაცია. მკველვარების ნაწილი ყურადღებას ამახვილებს სისხლისა და ზურგის ტვინის სითხის ანალიზებზე, ხოლო ნაწილი ქმნის გაჯეტებს, რომელბიც ადრეული ნიშნების აღმოჩენას ცდილობენ. მკვლევარების ჯგუფი Bri-ს უნივერსიტეტიდან იტალიაში თვლის, რომ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტია. მათ შქმნეს ალგორითმი, რომელსაც შეუძლია 10 წლით ადრე სიმპტომების გამოჩენამდე დააფიქსიროთ უმცირესი სტრუქტურული ცვლილებების ტვინში, რომელსაც ავადმყოფობა იწვევს.

მათ დაატრენინგეს ხელოვნური ინტელექტი 67 MRI გამოსახულებით სადაც 38 ალცჰეიმერით დაავადებულ, ხოლო 29 ჯანმრთელ ადამიანს ეკუთვნოდა. მკვლევარებმა დაანაწევრეს გამოსახუელებები მცირე რეგიონებად და მათ ხელოვნურ ინტელექტს დაავალეს ნეირონული კავშირების აღმოჩენა. ტრენინგის დასრურების შემდეგ მათ ალგორითმი 148 სატესტო სუბიექტზე გამოიყენეს, რომელთაგან 48 რეალურ ავადმყოფს ეკუთვნოდა, რომლებსაც ეს სურათები ალცჰეიმერის გამოჩენამდე გადაუღეს.

ხელოვნურმა ინტელექტმა ამ მონაცემებზე დაყრდნობით 86% შემთხვევაში ზუსტი დიაგნოზი დასვა. სამწუხაროდ მეცნიერები შეზღუდული იყვნენ მხოლოდ იმ სურათებით, რომლებიც თავაინთ უნივერსიტეტში მოიპოვებოდა. უფრო მეტი მონაცემებით და მომავალ ექსპერიმენტებით ხელოვნური ინტელექტი უფრო ზუსტი იქნება და საბოლოოდ პრეტენზია ექნება გახდეს არაინვაზიური ადრეული აღმოჩენის სისტემა.

წინა სტატიაPlayerUnknown’s Battlegrounds-მა Steam-ზე რეკორდი მოხსნა
შემდეგი სტატიაXiaomi-მ მრეცხავი რობომტვერსასრუტი წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი