4 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე – ბლოკჩეინ რევოლუცია, სადაც განხილული იყო ბლოკჩეინი, როგორც ახალი პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება შევქმნათ საკმარისი ნდობა მხარეთა შორის, რათა მათ ერთმანეთში მშვიდობიანად და კეთილსინდისიერად გაცვალონ რაიმე ღირებული.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ჯერჯერობით ერთადერთი უნივერსიტეტია, სადაც ბლოკჩეინ ლაბორატორია დაარსდა. სამომავლოდ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავაკეთოთ სამაგისტრო პროგრამა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით, სადაც იქნება რამდენიმე განხრა მაგალითად: სამართლის მიმართულებით, ბიზნესის მიმართულებითა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ მსგავს საჯარო ლექციებს ჩავატარებთ თვეში ერთხელ, რათა საზოგადოებაში ბლოკჩეინის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო გაიზარდოს.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსმა – სულხან სულხანიშვილმა.

სემინარს უძღვებოდნენ: დავით კიზირია, დავით სივსივაძე, მარიამ ჯანჯარია, დავით ბიტმალკიშევი, მარიამ ჯოგლიძე და თორნიკე თუთარაშვილი.

წინა სტატიარა შეზღუდვები გაუქმდება დისტანციური სწავლების განსახორციელებლად საქართველოში
შემდეგი სტატიარა პერსპექტივას სთავაზობს კრიპტოვალუტის ბაზარზე საქართველოს მომხმარებელს კომპანია “Bixtrim“ -ი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი