ადამიანები ვინც დროულად გრძნობენ პერსპექტივას და ახორციელებენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას მნიშვნელოვან უკუგებას იღებენ. ალბათ ყველა ჩვენთაგანს გვიფიქრია იმაზე თუ რა მოხდებოდა, რომ თავის დროზე ბიტკოინი გვეყიდა ან სხვა  კრიპტოვალუტა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტინა ლაგარდის განცხადებით  – უახლოეს მომავალში ციფრული ვალუტა ჩვეული საგადამხდელო ელემენტი გახდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის ბევრ უპირატესობას ქმნის მომხმარებლისთვის უსაფრთხოების, მოხერხებულობის და სხვა პარამეტრების კუთხით.

ის თუ რა პერსპექტივას სთავაზობს საქართველოს მომხმარებელს ახალი ინოვაციური კომპანია “Bixtrim“ -ი  კრიპტოვალუტის ბაზარზე, კომპანიის დამფუძნებელი არტურ არაბიანი გვიამბობს.

თუ შეიძლება გვიამბოთ თქვენი გუნდის შესახებ და რა იდეა გამოძრავებთ.

ჩვენი გუნდი შედგება იმ ადამიანებისაგან ვინც 2015 წლიდან მიიღო ახალი ფინანსური სისტემის კონცეფცია და აქტიურად ჩაერთო მის განვითარებაში საქართველოში. ჩვენი პირადი გამოცდილებით აღმოვაჩინეთ ის სირთულეები რის გადაჭრასაც ვახორციელებთ ჩვენს პროექტში. ამით ჩვენ ვდებთ ჩვენს წვლილს საქართველოს განვითარებაში, როგორც რეგიონალურ ლიდერის ციფრულ ეკონომიკაში.

როდის იწყებთ ოპრირებას ?

აქტიური მოქმედებები დავიწყეთ წინა წლის ოქტომბერში. საკმაოდ სწრაფად შეიკრიბა თანამოაზრეთა გუნდი. რაც შეეხება პროდუქტის გაშვებას ბაზარზე ჩვენი გეგმით ივნისიდან ვიწყებთ.

რა სამოქმედო გეგმა გაქვთ ?

გეგმები მრავალფეროვანი და შორს მიმავალი გვაქვს, ხოლო ყველაზე აქტუალური მისია, რომელსაც ჩვენთან პარტნიორობას ვანიჭებთ არის ის რომ გავხადოთ ახალი ელექტრონული ფინანსური ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი ყოველდღიურობაში. ჩვენი მომხმარებლები უბრალო ადამიანი არის ვისთვისაც ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია და არა პროფესია.

რა არის თქვენი უპირატესობა სხვა ICO პროგრამებთან შედარებით?

პირველ რიგში გუნდი, რომელსაც გააჩნია საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება ფინასურ სფეროში, კრიპტო ფინანსებში და მენეჯმენტში რაც თავად უკვე ქმნის უპირატესობას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ერთგულება და საერთო ხედვა არის, რომელიც ამ გუნდში გაგვაჩნია. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფინანსური შიდა რესურსი რომელის ინვესტიციას ახორციელებს უშუალოდ კომპანია. ამ ეტაპზე ინვესტიცია უახლოვდება ნახევარ მილლიონ დოლარს რაც ჩვენი გათვლებით ჯამური ინვესტიციის ბიუჯეტის მესამედს შეადგენს.

რამდენად მომგებიანია თქვენი პროექტი მომხმარებლებისთვის?

ჩვენი ყველაზე პესიმისტური გათვლით მოგების კოეფიციენტი პირველ სამ თვეში x1.5-x3. რაც შეეხება ხანგრძლივ პერსპექტივას იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ „ტოკენების“ რაოდენობის კლება მუდმივია ფასის გაზრდა 10 ჯერ ერთ წელიწადში სრულიად ობიექტურად მიგვაჩნია.

ჩვენი პროდუქტის ერთერთი სპეციფიკა არის ის რომ ემისია ერთჯერადია. ყოველი შემდეგი ეტაპი მხოლოდ ამცირებს ემისიაში მონაწილე „ტოკენების“ რაოდენობას. ეკონომიკური პრინციპებიდან გამომდინარე ამან ისედაც უნდა დადებითად იმოქმედოს ინვესტიციის ფასზე. დამატებით გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ გაყიდვების პირველ კვირას  ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს საკმაოდ დიდ ფასდათმობას, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მოგების პოტენციალს.

როგორი ფონია ამ ეტაპზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რომ შევადაროთ ერთმანეთს?

საქართველო თავისი ღია ეკონომიკით მიმზიდველია ინვესტორებისათვის. ამავე დროს შედარებით იაფი ენერგო რესურსი ასევე განაპირობებს მაინინგის ბუმს. ასე რომ ვფიქრობთ საქართველოს პოზიცირება ამ სეგმენტში უნდა გაძლიერდეს მომავალ რამოდენიმე წელს. ვფიქრობთ რომ ჩვენც შევუქმნით ამას საკმაოდ კარგ ნიადაგს.

როგორ ხედავთ განვითარებას?

ციფრული ეკონომიკის ყველო სფერო თავისი არსით ვითარდება საკმაოდ დინამიურად. ინდივიდუალური კონტრიბუციის გავლენა ზოგ შემთხვევაში აღემატება ეკონომიკური გრანდების წარმატების ისტორიას. ვფიქრობთ რომ გველის ძალზედ საინტერესო ათწლეული, რომელიც ჩამოაყალიბებს მომავალი მილენიუმის თამაშის წესებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here