უცხო ენების შესასწავლი ინტერაქტიული პლატფორმა – Lingwing.com შემდეგი კვირიდან რეგიონებში გასვლასა და სკოლებში პრეზენტაციების ჩატარებას გეგმავს.

„გვინდა რეგიონებში ბავშვებს მივცეთ უფასოდ სწავლის საშუალება. ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ მუშაობა და ვავრცელებთ უფასო კუპონებს. შემდეგი კვირიდან დაგეგმილი გვაქვს რეგიონებში გასვლა და სკოლებში პრეზენტაციების ჩატარება. იმედი გვაქვს სახელმწიფო და კერძო სექტორიც შემოგვიერთდება, რადგან განათლების პრობლემა მართლაც მწვავედ დგას ქვეყანაში.“ – განაცხადა Navigator-თან საუბრისას Lingwing.com-ის დირექტორმა ვატო ველიაშვილმა.

Lingwing.com არის უცხო ენების შესასწავლი ინტერაქტიული პლატფორმა, რომელზეც 60 000 ადამიანია უკვე დარეგისტრირებული და ისინი სხადასხვა ენებს ეუფლებიან. ამჟამად საიტზე არის 6 ენა, ესენია: ინგლისური, გერმანული, რუსული, ესპანური, იტალიური და ფრანგული.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here