10 მაისს, Steam პლატფორმისათვის ახალი თამაში SLICE გამოდის, რომლის შემქმნელებიც არიან: გიორგი აბელაშვილი, ნუკრი ჟვანია და ნუგზარ ლობჟანიძე.

SLICE საინტერესო სიუჟეტი აქვს, თამაშის მთავარი პერსონაჟი იაპონელი მეომარია, რომელსაც თავისი იმპერატორი სხვადასხვა გონებრივ თავსატეხს აძლევს. თითოეული დონე წარმოადგენს თითო თავსატეხს, თუ მოთამაშე საკმარის თავსატეხებს ოპტიმალურად  ამოხსნის იგი იმპერატორს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება. რა მოხდება, თუ ძალიან ახლოს მივა იმპერატორთან? ამას თამაშის შემქმნელები სიურპრიზად ტოვებენ, რადგან ეს მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როდესაც თამაშს დაამთავრებთ.

ძალიან მიყვარს მინიმალისტური თამაშები, სადაც საჭიროა გონების დაძაბვით, ან გამჭრიახობით შედეგის მიღწევა. დღესდღეობით, ასეთი თამაშები, ძირითადად, გვთავაზობს გარკვეულ, დეტერმინირებულ გარემოსროდესაც მოთამაშე წინასწარ დადგენილი წესებით მოქმედებს და ამ წესებს ვერ გასცდება. მინდოდა ეს სტერეოტიპი დამერღვია. შევეცადე შემექმნა გარემო, სადაც მოთამაშე თვითონ ქმნის თავსატეხის ამოხსნის წესებს.”– განაცხადა Navigator-თან საუბრისას SLICE-ს იდეისა და პროგრამირების ავტორმა გიორგი აბელაშვილმა.

როგორც თამაშის შემქმნელები აღნიშნავენ, ისინი მომავალში SLICE-ის მობილური ვერსიის შექმნასაც გეგმავენ.

მათ შექმნეს ისეთი თამაშები, როგორებიცაა:

Winkings

Alter World

Circularity

თამაშის ლინკი  Steam პლატფორმაზე

1 კომენტარი

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here