კომპანია Apple-მა iOS 12-ის ბეტა ვერსია ჯერ კიდევ 4 ივნისს წარმოგვიდგინა. ამ დროისთვის აღნიშნული ოპერაციული სისტემა მხოლოდ შემქმნელებისთვის იყო ხელმისაწვდომი. განახლებული ვერსიის ტესტირების საშუალება უკვე ყველა მსურველს შეუძლია. ახალი ვერსიის ერთ-ერთი საკვანძო ფასეულობა მდგომარეობს იმაში, რომ iOS-ის ეს ვერსია Apple_ის ძველ მოწყობილობებზეც კი სწრაფად მუშაობს.

საკუთარი მოწყობილობის განახლებისათვის საჭიროა, რომ დაარეგისტრიროთ საკუთარი Apple ID ოფიციალურ საიტზე და მიიღოდ შესაბამისი ინსტრუქცია ოპერაციული სისტემის ბეტა განახლების დასაყენებლად.

წინა ვერსიებთან შედარებით განახლებული, iOS 12-ის უპირატესობა მდგომარეობს შემდეგში: მუშაობის სისწრაფის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ძველ სმარტფონებსა და პლანშეტებზე. გარდა ამისა, ახალი ფუნქცია Screen Time-ის საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ ნაკლები დრო გაატარონ ფლაგმანთან – ის გვაძლევს ინფორმაციას თუ რა დრო დავყავით თითოეულ აპლიკაციაში და საშუალებას იძლევა შევზღუდოთ  თითოეული აპლიაკაციის მოხმარების დრო.

შეცვლილია შეტყობინებების პანელი: შესაძლებელი გახდა შეტყობინებების თემატურად დაჯგუფება. ფუნქცია “არ შემაწუხო”-ს შესაძლებლობები გაიზარდა: დროის განსაზღვრულ მონაკვეთში ნაკლებად მოგვაწვდის არასაჭირო შეტყობინებებს – მაგალითად, ღამით ან სამუშაო საათებში.

არანაკლებ მნიშვნელოვანი სიახლე – ჯგუფური ვიდეოზარები განხორციელების შესაძლებლობა FaceTime-ში.  iOS 12-ის საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ჯგუფური ვიდეოზარები და ჯგუფში შესაძლებელია იყოს 32 მონაწილემდე. ფოტოგალერას გაუჩნდა კონტექსური ძიების შესაძლებლობა.

სოციალური ქსელებისა და მესენჯერების მოყვარულებისათვის გამოუშვეს მთელი რიგი ანიმირებული სმაილები Animoji, iPhone X-ის მფლობელებს კი გაუჩნდათ შესაძლებლობა შექმნან უნიკალური ავატარი iMessage და FaceTime-სათვის.

iOS 12-ის ოფიციალური რელიზი მოსალოდნელია ამ წლის სექტემბერში, iPhone-ის ახალი მოდელების პრეზენტაციის პარალელურად.

წინა სტატიაHuawei nova 3-ის დიზაინი რენდერებში გამოჩნდა
შემდეგი სტატიაXiaomi Mi Band 3 – ახალი ბუჯეტური ფიტნეს ტრეკერი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი