საქართველოს ბანკმა ახალი ბრენდ დაპირება – “მთელი საქართველოს ბანკის” ფარგლებში, უნიკალური ონლაინ პლატფორმა შექმნა, სადაც ნებისმიერი ადამიანი მარტივ კითხვებზე პასუხების გაცემით, შეძლებს, ვიდეო შექმნას და – აღმოაჩინოს საკუთარი საქართველო.
„დღეს, თითოეული ჩვენგანის განსხვავებული და ინდივიდუალური მიზანი სამყაროში აღარ არსებობს განყენებულად, ის მჭიდრო კავშირშია მთელ საზოგადოებასთან. საქართველოს, სწორედ თითოეულის ინდივიდუალური ხედვა ქმნის, თითოეული ჩვენი ქმედება გავლენას ახდენს არაერთ, არამედ მილიონობით სხვა ადამიანზე. საკუთარი ღირებულებებით, გრძნობებითა და სურვილებით, ჩვენ ერთად ვქმნით ახალ, უკეთეს საქართველოს, რომელიც მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ეს საქართველო ეკუთვნის ყოველ ჩვენგანს. ჩვენთვის კი, პატივია, ვიყოთ სწორედ ასეთი – მთელი საქართველოს ბანკი!“– განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.
როგორც ბანკის წარმომადგენლები განმარტავენ, ეს პლატფორმა თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს თავისი ინდივიდუალური ხედვით, ღირებულებებით, გრძნობებითა და სურვილებით, შექმნას საკუთარი ვიდეო და აღმოაჩინოს – როგორია მისი საქართველო.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ბანკს 2 000 000-ზე მეტ მომხმარებელთან აქვს ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ნიშნავს 2 000 000 განსხვავებულ ღირებულებას, მიზანსა და სურვილს.
ვიდეოს შექმნისთვის ეწვიეთ ვებგვერდს– www.bankof.ge.