adjara.com-ის UI/UX Designer-ი ბექა კერესელიძე Awwwards 2018-ის ახალგაზრდა ჟიურის წევრებს შორის მოხვდა და ყოველდღე 5 სხვადასხვა ნამუშევარს შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს: Design, Usability, Creative, Content.

“ახალგაზრდა ჟიურის არჩევა წელს დაიწყეს, აქამდე საქართველოდან ჟიური მხოლოდ ერთი იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გახდა. ჟიურიში მოსახვედრად უნდა გქონდეს პორტფოლიო და უნდა გქონდეს აუცილებლად ევარდის აქაუნთი. ამის შემდეგ დარწმუნდებიან, რომ შენ ხარ ნამდვილად კომპეტენტური ჟიურის კანდიდატურად. შემდეგ უკვე ჟიურის წევრები ერთად წყვეტენ, რომელი საიტი გახდეს წლის,თვის თუ დღის რჩეული. არის ასევე დისკუსიები და ა.შ.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას ბექა კერესელიძემ.

Awwwards.com არის პლატფორმა, სადაც მთელი მსოფლიოს ვებდიზაინერების, დეველოპერებისა და სააგენტოების დაჯილდოება, ყოველწლიურად, იმართება. საიტზე ყოველ წელს ემატება ჟიურის წევრები, რათა ახალი სახეები წარმოაჩინონ.

წინა სტატიარომელი ქართული სტარტაპი გაემგზავრება გერმანიაში www.idealab.io სტარტაპ კონფერენციაზე
შემდეგი სტატიაშპიონი Android-მოწყობილობები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი