დღეს ინტერნეტთან წვდომობა ყველა ადამიანის ძირითადი უფლებაა. საქართველოში 78 000-მდე მოსწავლე ცხოვრობს სოციალურად დაუცველ ოჯახში, რომელსაც არ აქვს წვდომა ინტერნეტთან.

პროექტი “ჩართე” გაძლევთ საშუალებას, დაუფინანსოთ ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერის შეძენა თითოეულ მათგანს. ამისათვის კი საჭიროა გადახვიდეთ ბმულზე – https://charte.ge/

თითოეული ბავშვისთვის ინტერნეტის ჩართვა დაახლოებით 25 ლარი ჯდება, რაც შეეხება ლეპტოპის ღირებულებას, “ჩაერთე” ბავშვებს Google Chrome Book–ებს გადასცემს, რომლის 10–მდე ოჯახისთვის მიწოდებაც დაახლოებით 1800 დოლარი ჯდება.

პროექტი წეროვანის და წილკანის დევნილთა დასახლებაში დაიწყო. ამჟამად 265-ზე მეტი კერძო დონორის მხარდაჭერით 120-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული ინტერნეტში.

არჩევის პროცესში სკოლა უწევს რეკომენდაციას მე-10, მე-11 და მე-12 კლასელ ბავშვებს, განმცხადებლები წარადგენენ სოციალურად დაუცველის სტატუსის საბუთს, ავსებენ აპლიკაციას. “ჩართე”–ს წარმომადგენელი კი მიდის მათ ოჯახებში, სადაც ხდება ინფორმაციის იდენტიფიცირება.

სამომავლოდ “ჩართე” უფრო დიდ მასშტაბებზე – ბორჯომში, გურიაში და სხვა მაღალმთიან რაიონებში გასვლას გეგმავს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here