საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმები გატარდება განათლების ხუთივე საფეხურზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე.

„ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში” – განაცხადა ბატიაშვილმა.

ასევე ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ როგორც განათლების მიმართულებით, იგივე ყველა ამ სფეროში გატარდება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფ შედეგებზე, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

წინა სტატიაცნობილი გახდა Adnroid P-ის სავარაუდო სახელი
შემდეგი სტატიასაქართველოს პოზიცია ინოვაციების გლობალურ რეიტინგში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი