იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვვისას,  საკომიტეტო  მოსმენაზე  განაცხადა,  რომ  მომავალი წლიდან საქართველოს მოქალაქეები ახალი ტექნოლოგიით დამზადებულ პასპორტებს მიიღებენ.

,,გაისად ჩვენ შემოგთავაზებთ, ახალი თაობის მაღალტექნოლოგიურ პასპორტს, რომელიც პოლიკარბონატის ტექნოლოგიით იქნება დამზადებული“ – განაცხადა წულიკიანმა.

წულიკიანმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე 2 მილიონ 700 ათასი ელექტრონული პირადობის მოწმობაა გაცემული, რომელსაც დაცულობის მაღალი სტანდარტი გააჩნია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here