საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელი ჯორჯ არისონი სტარტაპ გრაინდს ეწვევა.

“ამ თვეში განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელი. ჯორჯ არისონი (ირაკლი არეშიძე) ქართველი ანტრეპრენერია სან ფრანცისკოში. მან დააარსა Shift Technologies, რომელმაც $110,000,000 მეტი ინვესტიცია მოიზიდა, წლევანდელი ინვესტიციის შემდეგ ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.” – აცხადებენ კომპანიაში.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ჯორჯ არისონი უმდიდრეს გამოცდილებას და სილიკონ ველის უამრავ კავშირებს საქართველოს გაუზიარებს.

შეხვედრა 6 აგვისტოს საღამოს 6:00 საათზე დაიწყება ტერმინალში (აბაშიძის ქ.#34).

ბილეთებისთვის გადადით ბმულზე – https://startupgrind.ge/2018/07/13/the-most-successful-georgian-startup-startup-grind-meet-george-arison-who-raised-110mm-for-shift/

Startup Grid თბილისი ყოველთვიური სერიებია, სადაც ხდება სტარტაპების დამფუძნებლების ისტორიების გაზიარება და ქართული სტარტაპებისთვის თავშეყრისა და გაძლიერებისთვის გარემოს შექმნა.

წინა სტატიაFacebook, Twitter, Instagram, Linkedin-ით სარგებლობა ერთდროულად
შემდეგი სტატიაპირველად საქართველოში 3D ბეჭდვის ტექნოლოგია ნეიროქირურგიაში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი