შვედური ინსტიტუტი (SI) და შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსელი საქართველოში, ინოვაციოებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით 24 ივლისს LEAP პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
LEAP მიეკუთვნება ლიდერული უნარების განვითარების პროგრამების კატეგორიას, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდის როლის ზრდაზე გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში.
აღნიშნული პროგრამა გახლავთ SI-ის და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური და სოციალური ინოვაციების ხელშეწყობას.
პროგრამის პრეზენტაციას წარუძღვება LEAP-ის შარშანდელი სტიპენდიანტი ჯასურ ჰასანოვი (Jasur Hasanov).
ღონისძიება მოიცავს:
მისასალმებელი სიტყვა;
შვედეთის კურსდამთავრებულთა ქსე ლი საქართველოში და მისი საქმიანობა;
ინფორმაცია შვედეთის მთავრობის სტიპენდიების შესახებ
პროგრამა LEAP-ის პრეზენტაცია (მოწვეული სპიკერი);
კითხვა/პასუხი
პრეზენტაციის შეჯამება
ფურშეტი და იდეების გაცვლა.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივლის
რეგისტრაციისთვის – goo.gl/mwh8r2