„ქარის ტურბინა ქართული  ფრთებით“ ასე  ჰქვია  პროექტს,  რომელიც  ქალაქ თელავისევროპული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს.

პროექტი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალისტებს შორის მოხვდა.

გიორგი პაპაშვილს, ქეთი ამირანაშვილს, ნინო მაისურაძეს, სოფო სვიმონიშვილსა დასერგი დათუნაშვილს ქართული ნედლეულით პოლიმერების (მაღალმოლეკულურინაერთი) მიღებაზე და შემდეგ ამით ქართული ტურბინების ფრთების დამზადების იდეასპონტანურად გაუჩნდათ.

იმის გამო, რომ დღევანდელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც,  ჰიდრო-ელექტრო სადგურების  ალტერნატიული ეკოლოგიურად უსაფრთხო წყაროებისარსებობაძალიან პრობლემურია, მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომლისმიხედვითაც ქარის  ტურბინის ფრთა ქართული ნედლეულით დაამზადეს.

ამბობენ, რომ  ეს ტურბინის  ფასის  30 პროცენტით გაიაფებას გამოიწვევს.

იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში ქარის ტურბინების წარმოების დაწყება,ეკონომიკურ ზრდასა და მთიანი რეგიონების მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს.

მე-11 კლასის მოსწავლეებს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ: ისინი ახალი ტიპისპოლიმერების შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ. ამბობენ, რომ ბიზნეს სექტორისდაინტერესების შემთხვევაში ახალ იდეებს გამოყენების სფეროს გამოუძებნიან.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს“ უკვე მეხუთეწელია აშშ-ის  საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოსმასშტაბით მასში 300-მდე გუნდსა და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ „ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა“ ათასწლეულის ინოვაციისკონკურსის  წლევანდელი გამარჯვებულები 15 აპრილს გამოავლინა.

წინა სტატიაკომპანია Bixtrim პარიზში Blockchain & Bitcoin Conference-ზე პრეზენტაციით წარსდგა
შემდეგი სტატიაპატენტების სრული კოლექცია ხელმისაწვდომი ხდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი