საქართველოს პატენტების სრული კოლექცია პირველად განთავსდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) საპატენტო საძიებო სისტემაში Patentscope.

აღნიშნული კოლექცია მოიცავს საქპატენტის მიერ გაცემულ ყველა პატენტს უწყების შექმნიდან (1992) დღემდე, ჯამში დაახლოებით 8850 დოკუმენტს.

მასში შედის დაახლოებით 6900 პატენტი გამოგონებაზე და დაახლოებით 1950 პატენტი სასარგებლო მოდელზე.

კოლექციის განთავსებას წინ უძღოდა საქპატენტის ახალ ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა საფუძვლიანი დამუშავება და მომზადება ისმო-ს სტანდარტების შესაბამისად.

მონაცემები მოიცავს როგორც ბიბლიოგრაფიულ ცნობებს, ასევე პატენტის აღწერილობის სრულ ტექსტს.

Patentscope არის საპატენტო საძიებო სისტემა, რომელშიც თავმოყრილია როგორც საერთაშორისო საპატენტო განაცხადები (PCT განაცხადები), ასევე მრავალი ქვეყნის საპატენტო განაცხადები და პატენტები, ჯამში 70 მილიონი დოკუმენტი.

საქართველოს პატენტების კოლექცია განახლდა და შეივსო ასევე ევროპის საპატენტო უწყების (EPO) საძიებო სისტემაში Espacenet, რომელშიც თავმოყრილია 100 მილიონი საპატენტო დოკუმენტი.

ორივე სისტემაში დოკუმენტების მიწოდება და კოლექციის განახლება მოხდება ავტომატურად თვეში ერთხელ.

აღნიშნულ სისტემებში საქართველოს პატენტების განთავსება ხელს შეუწყობს ამ პატენტების მოძიების შესაძლებლობის გაუმჯობესებას მსოფლიო მასშტაბით.

წინა სტატიაქარის ტურბინა ქართული  ფრთებით
შემდეგი სტატიაინოვაციური ბანაკი ახალგაზრდებისათვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი