27 ივლისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გაფრენის ტერმინალში FlyGif-ი განთავსდება.

#FlyGif – ეს არის აპარატი, რომლითაც შესაძლებელია როგორც gif-ისა და ფოტოს გადაღება, ასევე და-checkin-ებაც.
როგორ?
აპარატით გადაღებულ გიფზე ან ფოტოზე, მითითებული იქნება მგზავრის საწყისი და საბოლოო ადგილმდებარეობა. ჩარტერული რეისის შემთხვევაში, შუალედური ქვეყანაც და ის ავიაკომპანიაც, რომლითაც მგზავრი, კონკრეტული რეისის დროს სარგებლობს. საბოლოო პროდუქტი მომენტალურად აიტვირთება სოციალურ ქსელებში, მითითებულ პროფილზე. ასევე შესაძლებელია ფოტოს ადგილზევე დაბეჭდვაც.

მისი სარგებლობის ღირებულება 5 ლარი იქნება.

სამომავლოდ FlyGif საქართველოს ყველა აეროპორტში განთავსდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here