ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ევროპის ბიზნეს ენჯელების ქსელის (European Business Angels Network – EBAN) სრულფასოვანი წევრი გახდა.
EBAN-ის წევრობა ქართველ სტარტაპებს შესაძლებლობას მისცემს:
  • წარადგინონ თავიანთი ინოვაციური პროექტები ევროპელი ინვესტორების წინაშე
  • ხელს შეუწყობს ევროპული ინვესტიციების შემოტანას
  • დაეხმარება მათ გახდნენ უფრო გლობალური კომპანიები და გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე
ხელმოწერის ცერემინია 23 ივლისს ქ.ბრიუსელში გაიმათა, რომელსაც ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდა.
EBAN-ი წარმოადგენს ენჯელ ინვესტორთა ევროპულ გაერთიანებას, რომელიც 50-ზე მეტი ქვეყნიდან 150-ზე მეტ წევრ ორგანიზაციას აერთიანებს. ის ყოველწლიურად სტარტაპების განვითარებაში დაახლოებით 7.5 მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here