საქპატენტი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ელექტრონულ პლატფორმას – WIPO CASE შეუერთდა.

ეს პლატფორმა წარმოადგენს საპატენტო ექსპერტიზის მასალებზე ცენტრალიზებული წვდომის სისტემას. მისი საშუალებით სხვადასხვა ქვეყნის საპატენტო უწყებებს შესაძლებლობა ეძლევათ უსაფრთხოდ გაცვალონ საპატენტო განაცხადის ძიებასთან და ექსპერტიზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ამგვარად წარმოადგენს ე.წ. „საქმის განაწილების“ პროგრამების (work sharing) განხორციელების ინსტრუმენტს.

WIPO CASE საქპატენტის საპატენტო ექსპერტებს დაეხმარება საპატენტო ძიებასთან და ექსპერტიზასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებაში და ექსპერტიზის ხარისხის და ეფექტიანობის შემდგომ გაუმჯობესებაში.

პლატფორმა WIPO CASE – http://www.wipo.int/case/en/

წინა სტატიაინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დიალოგში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიატექნოპარკში ახალ საზაფხულო პროექტი – FAB summer დაიწყო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი