პროექტი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

პროექტი მოიცავს 3 სერიას:

საბავშვო ვორქშოფების სერია: http://bit.ly/2mGmKXJ

Little Bits- – ეს არის მარტივი და სახალისო ელექტრონული კონსტრუქტორი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ პირს გაეცნოს ელექტრონიკის საწყისებს.
სახალისო და შემეცნებითი ერთჯერადი უფასო ვორქშოფის ფარგლებში ბავშვები მოდულების მარტივი გადაწყობით შეძლებენ შექმნან სხვადასხვა დანიშნულების ფერადი სათამაშოები, გაეცნონ ელექტრონიკის საწყისებს და მოწყობილობებს.

ასაკობრივი ზღვარი: 8-12 წლამდე რეგისტრაციისთვის

Lego robotics – ვორქშოფის საშუალებით ბავშვები გაეცნობიან პროგრამირებისა და რობოტიკის საწყისებს და საკუთარი ხელით შექმნიან რობოტებს.
ასაკი: 12-14 წლამდე რეგისტრაციისთვის
Arduino-ს ვორქშოფზე ბავშვები გაეცნობიან თუ რა არის და როგორ მუშაობს არდუინო, შეისწავლიან არდუინოს სენსორებისა და მოდულების გამოყენებას, რის შედეგადაც შექმნიან სხვადასხვა ფუნქციურ მოწყობილობებს.

ასაკი: 14-16 წლამდე რეგისტრაციისთვის

ტრენინგი როგორ მუშაობს ფაბლაბი:
ტრენინგზე მიღებისთვის აუცილებელი პრე-რეკვიზიტები:
პროგრამირებადი ჩარხი (CNC Router) ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია Artcam-თან მუშაობის გამოცდილება და მარტივი 3D მოდელირების ცოდნა.

პროგრამირებადი საკერავი მანქანა ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვა ნებისმიერ ვექტორულ ან რასტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება .

ლაზერული ჭრა და გრავირება ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. სასურველია რასტრულ გრაფიკასთან მუშაობის გამოცდილება.
ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სასერი პლოტერი ნებისმიერ ვექტორულ და რასტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

3D ბეჭდვა ნებისმიერ 3D პროგრამაში მარტივი მოდელის აგების გამოცდილება.
სარეგისტრაციოს შევსების ბოლო დღე: 29 ივლისი
რეგისტრაციისთვის

სტაჟირება ფაბლაბში:

ფაბლაბის სტაჟირება არის 18 წლიდან ზემოთ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს დანადგარების შესწავლა და ფაბლაბის სამუშაო პროცესში ჩართვა.
აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრებით
სარეგისტრაციოს შევსების ბოლო დღე: 1 აგვისტო
დამატებითი ინფორმაციისთვის –
ელ.ფოსტა: Fablab@gita.gov.ge ცხელი ხაზი: 322 00 44 82
რეგისტრაციისთვის

“დარეგისტრირდით თითოეულ აქტივობაზე და შეუერთდით თანამედროვე მსოფლიოს!“
აღსანიშნავია, რომ ყველა აქტივობა არის უფასო.

წინა სტატიაინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ელექტრონული პლატფორმა
შემდეგი სტატია2018 წლის სექტემბერში ახმეტის ინოვაციების ცენტრი გაიხსნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი