ღონისძიება 72 საათიანი ინტელექტუალური კონკურსისა (ჰაკათონს) და ტრენინგისგან (“როგორ წარვუდგინოთ პროექტი ინვესტორს) შედგება, რომლის მთავარი მიზანია, აღნიშნული დროის განმავლობაში მონაწილეებმა (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად) შექმნან ინოვაციური პროექტების პროტოტიპები ან/და პრეზენტაციები

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • კვებას
  • ყველა მონაწილეს გადაეცემა ბრენდირებული მაისური
  • მონაწილეობის სერტიფიკატი

რაც მთავარია, პროექტის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 ლარს.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18 – 29 წლამდე ახალგაზრდებს.

სამუშაო თემა:

  • ინოვაციური პროექტები თბილისისთვის (გარე განათების ოპტიმიზაცია, პარკირების პროექტები, ურბანული განვითარება,
    საცობების შემცირება და ..);
  • ენერგოეფექტურობა, მწვანე ენერგია, ეკოლოგია;
  • ინოვაცია ტურიზმის განვითარებისთვის.

ღონისძიების თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება.

სარეგისტრაციო ფორმა:
https://form.jotform.me/81971936060461

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here