პრემიერმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე ეკონომიკის“ პოლიტიკის პრეზენტაცია გამართა, სადაც მან განაცხადა, რომ შეიქმნება ვებ-პორტალი, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში კონკრეტულ ლოკაციაზე ჰაერის ხარისხის ნახვა შეეძლებათ. .

“განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი მით უფრო მეტად დგას ეს პრობლემა. კერძო სექტორს განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები, რათა სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა, ვიწყებთ ჰაერის ხარისხის შეფასების ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას. ავტომატური მონიტრინგის ცენტრი ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას გვაძლევს“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ისინი აპირებენ გარემოს დაცვის ომბუდსმენის ინსტიტუტის დამკვიდრებას,

რათა მთავრობა იყოს ეფექტური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისას.

წინა სტატია23-26 აგვისტოს, ტექნოპარკში ტექნოლოგიური ბანაკი-ინტელექტუალური კონკურსი – “ინოვაცია თბილისისათვის” გაიმართება
შემდეგი სტატიამსოფლიო ჩემპიონატი Microsoft Office/Adobe-ს პროგრამებში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი