მთავრობის ახალი, საპენსიო დაგროვებითი სქემის მიხედვით „გალტ & თაგარტამ“ საპენსიო კალკულატორი შექმნა, რომელიც საშუალებას იძლევა განსაზღვროთ თქვენი სავარაუდო პენსია მთავრობის საპენსიო სქემის მიხედვით.

ამისათვის, უნდა შეხვიდეთ „გალტ & თაგარტის“ ვებგვერდზე და სპეციალური კალკულატორის საშუალებით, ასაკის, ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობისა და პენსიის განკარგვის პერიოდის მითითებით შეგიძლიათ ნახოთ თუ რა სავარაუდო თანხა დაგიგროვდათ საპენსიო ანგარიშზე კონკრეტულ დროში.

„გალტ & თაგარტის“ ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ ხდება დაგროვებითი პენსიის გამოანგარიშება წლიური დარიცხული ხელფასის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ კალკულატორი ითვალისწინებს დაგროვებითი საპენსიო კანონის თითქმის ყველა ნიუანსს. ამასთან, დამატებითი დაშვებები შემუშავდა ექსპერტების მიერ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.

„გალტ & თაგარტიწამყვანი საინვესტიციო კომპანიაა საქართველოში. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით:

  • საინვესტიციო საბანკო მომსახურება
  • აქტივების მართვა
  • დაგროვილი ქონების მართვა
  • საბროკერო მომსახურება
  • კვლევები

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში პენსია დაგროვებითი გახდება. დაგროვებითი საპენსიო სქემა გულისხმობს შენატანებს, რომლებსაც დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო განახორციელებენ.

წინა სტატიასაქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის ოლიმპიადაზე
შემდეგი სტატიაფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში ქართველი ახალგაზრდების წარმატება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი