მოსწავლეთა 49- საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში (IPhO), რომელიც პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, მიმდინარეობდა დასრულდა. საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა – ზურაბ ჯაშმა (ვეკუას სკოლა), ხოლო საპატიო სიგელები გადაეცათ კომაროველებსდავით მდინარაძესა და ალექსანდრე მერაბიშვილს.

“სამინისტროს სახელით ვულოცავთ გამარჯვებულებს და მათ პედაგოგებს: გიორგი დალაქიშვილს, გრიგოლ ფერაძესა და დავით ნიშნიანიძეს.” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოლიმპიადაზე მონაწილეობას 80 ქვეყნის 400 მოსწავლე იღებდა, მათ შორის, საქართველოდან მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here