Android P-ს პირველ ბეტა ვერსიაში კომპანია Google-მა წარმოადგინა ჩაჭრილი ეკრანის მხარდაჭერა, რომელმაც მომხმარებლებში დიდი პოპულარობა გამოიწვია. ახლა, როდესაც Android-ის ახალი ვერსიის რელიზამდე სულ ცოტა დრო დარჩა, საძიებო სისტემის გიგანტმა ოფიციალური რეკომენდაციები გაავრცელა OEM-მწარმოებლებისათვის ჩაჭრილი ეკრანის შესახებ.“სმარტფონების მწარმოებლები მიისწრაფვიან ეკრანის ჩარჩოების შემცირებისა და პროპორციების გაზრდისაკენ. ამ მოწყობილობების ეკრანზე ჩაჭრილი ჩარჩო არის პოპულარული მეთოდი რომ მიღწეულ იქნას უჩარჩოო ეფექტი. ჩაჭრილი ადგილი განკუთვნილია მნიშვნელოვანი სენსორებისათვის რომლებიც უნდა მოთავსდეს წინა პანელზე. 11 OEM-მწარმოებლის მიერ ჩაჭრილი ეკრანით უკვე გამოვიდა 16 მოწყობილობა. ზოგი მათგანი წარმატებით მონაწილეობს Android P-ს ბეტა ტესტირებაში. ჩაჭრილი ეკრანი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგინოს თქვენი აპლიკაცია,” – ნათქვამია Google-ის ბლოგში. Google-ის ხელმძღვანელები OEM-მწარმოებლებს გარკვეულ რჩევებს აძლევენ ეკრანის ჩაჭრისას გასათვალისწინებლად. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოწყობილობის დიზაინი არ ეწინააღმდეგებოდეს აპლიკაციის შექმნის კრიტერიუმებს. ამგვარად, Google კატეგორიულად წინააღმდეგია ორი ჩაჭრის გაკეთების. Google მწარმოებლებს ურჩევს რომ იზრუნონ მათი კონტენტი არა მხოლოდ ჩაჭრილ ეკრანზე გამოჩნდეს ლამაზად, არამედ სხვა მოწყობილობებზეც.  კომპანია დარწუმებუია, რომ იდეალური აპლიკაციას ორივე ტიპის ეკრანზე უნდა შეეძლოს ადაპტაცია.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here