მიმდინარე წლის მდგომარეობით, მაგთიკომს 1,963,137 მობილური აბონენტი ჰყავს, რითიც ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო bm.ge კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სტატისტიკაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაგთიკომის შემდეგ აბონენტების რაოდენობით მეორე ადგილზეა ჯეოსელი, რომელსაც 1,803,218 აბონენტი ჰყავს.
მესამე ადგილზეა ვიონი საქართველო (ბილაინი) 1,097,878 აბონენტით.
მიმდინარე წლის მდგომარეობით, ჯამში კომპანიების მობილური აბონენტების რაოდენობა 4,880,155 შეადგენს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა რეკორდულად არის გაზრდილი. იმავე სტატისტიკის მიხედვით 2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით მობილური ინტერნეტის მოხმარება 2 მლნ აბონენტით გაიზარდა.
დღეის მდგომარეობით კი მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2 მლნ 605 ათას 936 გაუტოლდა.