დაახლოებით 2 წლით ადრე Xiaomi-მ გამოუშვა თავისი პირველი Bluetooth გარნიტურა Mi Sport Bluetooth Headset, რომელიც 22 დოლარი ღირდა და სპროტული აქტივობებით დაკავებული ადამინაებისთვის იყოს განკუთვნილი. დღეს მათ ამ მოწყობილობის განახლებული Youth Edition გამოუშვეს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ყურსასმენები დაცულია IPX4 სტანდარტით რაც მას ოფლისგან და სხვა მომატებული ტენიანობისგან დაიცავს. ერთი სრული მუხტი 11 საათი ძლებს და მაქსიმალურ ხმაზე 6 საათი შეგიძლიათ უსმინოთ მუსიკას.

გარნიტურის კაბელზე მოთავსებულია მართვის პულტი, რომელზეც ორმაგი დაჭერა ხმოვან ასისტენტს იძახებს. მოწყობილობა უკვე ხელმისაწვდომია ჩინეთში და მისი ფასი დაახლოებით 15 დოლარია.

წინა სტატიაროგორ წავშალოთ FACEBOOK?
შემდეგი სტატიაყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ინოვაციების შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი