ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ინოვაციების შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარა.

ავთანდილ კასრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება წარმოადგენს. გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებიც ახალგაზრდებს აქვთ თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად.

ხოლო ლექციის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს ტექნოპარკის სივრცე და მისი მაღალტექნოლოგიური დანადგარები, გაეცნნენ ფაბლაბის სერვისებს და მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შესახებ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here