საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური ევროპის ქვეყნების 25-ე ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში.

ოლიმპიადა ჩატარდა ქალაქ ვარშავაში, 12-დან 18 აგვისტომდე.

ოლიმპიადაზე გუნდის გამგზავრება დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 13 ქვეყნის ნაკრები. 

საქართველო ამ შეჯიბრებაში მეოთხედ მონაწილეობდა. წინა სამი ოლიმპიადიდან ჩვენი მონაპოვარი 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი იყო.

საქართველოს ნაკრებმა (ლიდერი გიორგი მანდარია, თანალიდერი ზაზა გამეზარდაშვილი) წინა წლებში ნაჩვენები შედეგები გააუმჯობესა და მისმა  ოთხივე წევრმა მოიპოვა მედალი:

1 ოქრო – ნიკა ბირკაძე,

2 ვერცხლი – გიორგი კლდიაშვილი და სანდრო ხოხიაშვილი,

1 ბრინჯაო – ვანო გამეზარდაშვილი.

ოლიმპიადა ტარდება ორ ტურად და თითო ტურში მონაწილეებს ამოსახსნელად ეძლევათ 3-3 ამოცანა.

ოლიმპიადის მასალები შეგიძლიათ იხილოთ აქ

ეს შეჯიბრება მთლიანად ინდივიდუალურია, მაგრამ მედლების ხარისხით (ან თუნდაც მონაწილეთა ჯამური ქულებით) საქართველო მოწინავე ქვეყნების სამეულში შევიდა.

გუნდი ორ კვირაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ოლიმპიადაში (იაპონია), სადაც 85-ზე მეტი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here