UniPAY საქართველოში Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა.

ამიერიდან, ბიზნესმენები, რომლებიც ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად Shopify-ის პლატფორმას გამოიყენებენ, Mastercard-ის, VISA-ს, AMEX-სა და ელექტრონული საფულის ანგარიშიდან გადახდების ლარში მიღებას შეძლებენ, ასევე ისარგებლონ ყველა იმ ხელსაწყოთი და შესაძლებლობებით, რომლებიც პლატფორმას აქვს. რაც მთავარია, ერთი ფიქსირებული საკომისიოს ჭრილში – არანაირი დამატებითი ხარჯები ტრანზაქციებზე.

აღსანიშნავია, რომ UniPAY 2010 წლიდან ბევრ გლობალურ პროდუქტზე აძლევს წვდომას ქართველ მომხმარებლებს, მათ შორისაა: iTunes, Google play, Steam, XSOLLA, Play Station, Spotify, Xbox.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here