ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გაეროს ფონდის საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ მონაწილეები ესტუმრნენ.

ბანაკს თბილისი პირველად მასპინძლობს და მასში მონაწილეობას იღებენ 15-18 წლის გოგოები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

ბანაკის მონაწილეებმა ტექნოპარკის სივრცე და მისი მაღალტექნოლოგიური დანადგარები დაათვალიერეს, გაეცნენ ფაბლაბის სერვისებს და მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შესახებ.

საინფორმაციო-შემეცნებითი ტურის შემდეგ ახალგაზრდები სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ავთანდილ კასრაძეს შეხვდნენ და დისკუსიის რეჟიმში ინოვაციების მნიშვნელობასა და ამ პროცესში სააგენტოს როლზე ისაუბრეს.

WiSci STEAM Camp-ის მიზანია ახალგაზრდებში STEAM უნარ-ჩვევების განვითარება, ლიდერობის უნარების ჩამოყალიბება და თანატოლებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.

აღნიშნული ბანაკის ტრენერები არიან Google, Intel, Microsoft და მიკრობიოლოგიის ამერიკული საზოგადოების წარმომადგენლები აშშ-დან.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here