საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე – First Global-ზე მესამე ადგილი დაიკავა.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა.

პირველი ადგილი რუმინეთის, სინგაპურისა და გერმანიის ალიანსმა დაიკავა.

კონკურსის თემა იყო: განახლებადი ენერგია, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ.

საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ მიიღო მონაწილეობა.

გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი იყვნენ. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია.

გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია – კრისტალი და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here