საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით სექტემბრიდან კორპორაციული კლიენტებისთვის მობილურით სარგებლობის ტარიფები გაიზრდება.
კომისიას მიაჩნია, რომ ჯეოსელი, მაგთი და ბილაინი აბონენტებისთვის სხვადასხვა ტარიფის შეთავაზებისას სუბსიდირებას ახდენენ.
კომისიამ არასამართლიანი ტარიფების შესაცვლელად სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიმართა და გამოსწორება დაავალა, რათა ბაზარზე არასამართლიანი ტარიფით არ ხდებოდეს პაკეტების შეთავაზება სხვადასხვა კორპორაციული ჯგუფისთვის.
ჯეოსელმა დაადასტურა მომსახურებაზე ტარიფების გაზრდა, მაგთიკომში კი ამბობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის გაფრთხილებას გაითვალისწინებენ.
კომპანიის ნომრებთან უფასო ულიმიტო საუბრის და სმს-ის ყოველთვიური გადასახადი 1,5 ლარი გახდა;
ჯეოსელის და ლაი-ლაის ნომრებზე ერთი წუთის ღირებულება — 0 თეთრი, ზარის წამოწყება — 7 თეთრი;
ბილაინის, მაგთიკომისა და ფიქსირებული ქსელების მიმართულებით ერთი წუთის ღირებულება — 7 თეთრი, ზარის წამოწყება — 7 თეთრი.
კორპორაციული კლიენტებისთვის ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 500 MB-დან (2₾) 1 500 MB-მდე (5₾) იზრდება, რიგ შემთხვევაში კი ინტერნეტპაკეტების ღირებულება თითქმის 2-ჯერ ძვირდება.