28 აგვისტოს, ერევანში, მედიისთვის, საერთაშორისო კომპანია „სოფთლაინისა“ და „ამერიაბანკის“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. პრეზენტაციას, რომელიც ბანკის მონაცემთა დამუშავების ახალ ცენტრს უკავშირდებოდა, ესწრებოდნენ ჟურნალისტები ბელორუსიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან (ჟურნალ „ნავიგატორის“ მთავარი რედაქტორი იანა ელიაშვილი).

დახურული სააქციო საზოგადოება „ამერიაბანკი“ დინამიკურად განვითარებადი ბანკია სომხეთში და ერთ-ერთ მსხვილ და საკმაოდ სტაბილურ ფინანსურ ინსტიტუტად მიიჩნევა. „ამერიაბანკის“ უნივერსალურობა, რაც კორპორაციული, საინვესტიციო და საცალო მომსახურების შეთავაზებაში გამოიხატება, სომხეთის საბანაკო სექტორში მის ლიდერობას განაპირობებს. აღნიშნული ბანკი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, იგი ცნობილი პერიოდული გამოცემების The Banker, Euromoney, Global Finance რჩეული გახლავთ.

ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით და სერვისების სწრაფი და საიმედო მუშაობისთვის „ამერიაბანკს“ მონაცემთა დამუშავების მასშტაბირებადი და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შესატყვისი ცენტრი დასჭირდა. კონკურსის შედეგად პროექტის პარტნიორად კომპანია „სოფთლაინი“ შეირჩა.

„სოფთლაინი“ საკუთარ კლიენტებს მსოფლიო მასშტაბით (ოპერირებს 50-ზე მეტ ქვეყანაში 5 კონტინენტზე) ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებას აძლევს და მათთვის მოწინავე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების საშუალებების საიმედო მიმწოდებელია. 2017 წელს კომპანიის ფინანსურმა შემოსავალმა 1,19 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„ამერიაბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრის პროექტი „სოფთლაინის“ ინჟინრებმა უმოკლეს დროში შეიმუშავეს. შემკვეთთან ყველა ტექნიკური გადაწყვეტილების შეთანხმების შემდეგ კომპანია მშენებლობას შეუდგა. პროცესი 2017 წლის დეკემბერში დასრულდა.

პროექტის შედეგად „ამერიაბანკს“ დღეს უკვე გააჩნია მასშტაბირებადი და ტექნოლოგიურად გამართული მონაცემთა დამუშავების ცენტრი, რომელიც ბანკის ყველა სამსახურის ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს და რომელიც ერევნის ცენტრში მდებარე შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. საინჟინრო სისტემები შეესაბამება ISO სტანდარტებს სახანძრო უსაფრთხოების სფეროში და Tier3-ის საიმედოობის დონის მოთხოვნებს.

„ამერიაბანკთან“ სხვადასხვა მიმართულებით დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება სომხეთში. „სოფთლაინისა“ და „ამერიაბანკის“ სპეციალისტთა ერთობლივი მუშაობის გამოცდილების წყალობით პროექტი დროულად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე შესრულდა“ – აცხადებს „სოფთლაინის“ გაყიდვების დირექტორი სომხეთში კარინე ეგოიანი.

„ჩვენი მოლოდინი გამართლდა – „ამერიაბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრის ახალი საინჟინრო ინფრასტრუქტურა სრულად პასუხობს მიმდინარე მოთხოვნებს და გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე საჭირო რეზერვის წყალობით. „სოფთლაინის“ სეციალისტებმა საქმის ცოდნის მაღალი პროფესიონალური დონე და ნებისმიერი სირთულის პროექტის განხორცილების უნარი გამომაჟღავნეს“ – ამბობს „ამერიაბანკის“ IT და ავტომატიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი შავარშ ვოსკანიანი.

„ამერიაბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრი – ციფრები და ფაქტები

შემკვეთმა კომპანია „სოფთლაინის“ წინაშე თავიდანვე დააყენა ისეთი მონაცემთა ცენტრის შექმნის ამოცანა, რომელიც მაქსიმალურად ახლოს იქნებოდა TIER III სტანდარტთან. „სოფთლაინი“ პროექტს ქმნიდა ორგანიზაციის Uptime Institute რეკომენდაციებისა და სტანდარტების ბაზაზე, რომელთა მიხედვითაც Becloud-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრი შეიქმნა ბელორუსში. ბევრ რამეში სწორედ ინტეგრატორის პროფილური გამოცდილება დაეხმარა „ამერიაბანკს“ არჩევანი „სოფთლაინის“ სასარგებლოდ გაეკეთებინა.

„ამერიაბანკის“ მიერ მონაცემთა დამუშავების ცენტრის შექმნაზე კონკურსის გამოცხადებიდან მის ექსპლუატაციაში შესვლამდე 12 თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში პროექტის შემუშავებაზე 30, განხორციელებაზე კი 90 დღე დაიხარჯა. ეს მცირე დროა. მხოლოდ მსხვილი აღჭურვილობის მონტაჟს დასჭირდა 8-10 კვირა.

მყარი გადახურვა მონაცემთა ცენტრებისა და სერვერული ოთახების შემქმნელთათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა (თუკი ობიექტისთვის გამოყოფილი ფართი სარდაფში არ არის), რადგან იატაკის ერთი კვადრატული მეტრი განსაზღვრულ დატვირთვას უძლებს. „ამერიაბანკის“ მონაცემთა დამუშავების ცენტრის შექმნისას ეს შეზღუდვა ორი გზით მოიხსნა: უპირველესად, ინჟინრებმა გამომთვლელი და ქსელური აღჭურვილობის უწყვეტი კვების წყაროებში ლითიუმ–იონიური ბატარეები გამოიყენეს, რომლებიც თავისი სიმსუბუქით გადახურვაზე არსებულ დატვირთვის ნორმას აკმაყოფილებენ, შემდეგ კი, მეორე სართულის გადახურვა ფოლადის პროფილით გააძლიერეს.

მონაცემთა დამუშავების ცენტრის ენერგოუსაფრთხოებაზე Schneider Electric წარმოების უწყვეტი კვების ოთხი წყაროა პასუხისმგებელი. ორ მათგანს ლითიუმ-იონიური სარეზერვო ენერგიის წყაროებთან მუშაობის მხარდაჭერა აქვს – ისინი ქსელურ და გამომთვლელ აღჭურვილობას ემსახურებიან. უწყვეტი კვების წყაროს სიმძლავრე ლითიუმ-იონიური ბატარეის ბაზაზე 160 кВA, მეორეული კვების წყაროს სიმძლავრე კი მჟავა-ტყვიის ბატარეის საფუძველზე საინჟინრო ინფრასტრუქტურისთვის 120 кВА შეადგენს.

ლითიუმ-იონიური აკუმულატორი მონაცემთა დამუშავების ცენტრის გამომთვლელი ნაწილის კვებისთვის ორჯერ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს და სამჯერ უფრო მსუქბუქია მჟავა-ტყვიის აკუმულატორთან შედარებით. ასევე, ლითიუმ-იონიური ბატარეები არ საჭიროებენ მომსახურებ

ლითიუმ-იონიური აკუმულატორი მონაცემთა დამუშავების ცენტრის გამომთვლელი ნაწილის კვებისთვის ორჯერ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს და სამჯერ უფრო მსუქბუქია მჟავა-ტყვიის აკუმულატორთან შედარებით. ასევე, ლითიუმ-იონიური ბატარეები არ საჭიროებენ მომსახურებას, უძლებენ მაღალ ტემპერატურას და ღრმა განმუხტვას.

100%-ით ჩატვირთული მონაცემთა დამუშავების ცენტრი ბატარეებზე 15 წუთზე მეტხანს მუშაობს. ეს სავსებით საკმარისია სარეზერვო დიზელ გენერატორების სტარტისთვის.

მონაცემთა დამუშავების ცენტრის ენერგოსისტემა დაპროექტებულია ორმაგი ავტომატიზებული რეზერვირების სისტემის გამოყენებით. თითოეული მათგანი გათვლილია სამი ძალოვანი კაბელის მიერთებაზე. ორი შემავალი კაბელი ორი განცალკევებული ქვესადგურისგან, მესამე კი დიზელ გენერატორისგან.

მონაცემთა დამუშავების ცენტრში დამონტაჟებულია 24 კარადა, რომელთაგან 20 უკავიათ სერვერებს, 4 კი ქსელურ აღჭურვილობას. მონაცემთა ცენტრის საერთო ფართობი 100 კვ.მ-ზე მეტია.

„ამერიაბანკის“ მონაცემთა ცენტრს აქვს განშტოებული სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემა შემდგომი ზრდის რეზერვით. იგი შედგება 1632 ბოჭკოვან-ოპტიკური პორტისა და 1472 სპილენძის პორტისგან.

მონაცემთა დამუშავების ცენტრის პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სეისმომედეგობას. სეისმომედეგობის პირობების მიხედვით დატაცენტრის ჰერმოზონებში დამუშავებულია ფალშპოლები – ისინი გაძლიერებულია დამაკავშირებელი კვანძებით.  სერვერული კარადები აღჭურვილია კრონშტეინებით, რომლებიც ემაგრება სივრცობრივ იატაზე – მიწისქვეშა ბიძგების დროს სამაგრი კარადებს გადატრიალებისგან შეაკავებს.

ვენტილაციის საერთოგაცვლითი სისტემა დაპროექტებულია კალორიფერების გარეშე. გამოყენებულია სითბოს რეკუპერაციის სისტემა. წლის ცივ დროს შენობიდან თბილი ჰაერის ნაწილი უკან ბრუნდება და ქუჩის ცივ ჰაერს ათბობს, რითაც ჯამში პროექტის ენერგოეფექტურობის მაღალი დონე მიიღწევა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მონაცემთა დამუშავების ცენტრი ენერგოეფექტურ შენობაში მდებარეობს.

მონაცემთა ცენტრის კომპაქტურმა დაგეგმარებამ დამპროექტებლები აიძულა უწყვეტი კვების წყაროების ბატარეების გაგრილებასთან დაკავშირებით არასტანდარტული ზომები მიეღოთ. გაგრილება ხდება „ცივი იატაკიდან“ გრილი ჰაერის ნაკადის გაგზავნით აეროდინამიკური ლამელის გავლით ბატარეებზე. ამ გადაწყვეტილებამ სივრცის ეკონომია გახადა შესაძლებელი, რადგან ასე აღარ არის საჭირო ბატარეების სპეციალურად გაგრილებულ ადგილას გადატანა.

შეგახსენებთ, რომ „სოფთლაინის“ საქართველოს ოფისი 2007 წელს გაიხსნა. მისი მომსახურებით სარგებლობენ: სამთავრობო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო კომპანიები, კერძო სტრუქტურები და ა.შ. „სოფთლაინ საქართველო“ ხშირად ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს, ასევე, საერთაშორისო აქტივობებს, მათ შორის, სემინარებს, კონფერენციებს, გასვლით ღონისძიებებს და ა.შ. „სოფთლაინ საქართველო“-ს დირექტორი რევაზ ურუშაძე გახლავთ.

დიდი მადლობა!

Eugene Kuprash, Sargis Harutyunyan, Sofya Dilbaryan, Shavarsh Voskanyan, Vigen Mikaelyan, Shoushan Isoyan !

www.sofrline.com

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here