5 სექტემბერს, 20:00 საათზე​, Tbilisi Retro Gaming-ი შემოდგომის პირველ ივენთს Bauhaus-ში გამართავს.

ბარში მოსულ სტუმრებს დახვდებათ არკადული გარემო, ხელით მოხატული ტელევიზორები და საშუალება ექნებათ ითამაშონ ისეთი რეტრო თამაშები როგორებიცაა: Super Mario, Sonic, Mortal Kombat, Tekken, Need For Speed, Duck Hunt და სხვა.

Tbilisi Retro Gaming-ისა და Bauhaus-ისთვის ეს უკვე მეორე ერთობლივი ივენთია.

Tbilisi Retro Gaming არის პროექტი, რომელიც უერთდება სხვადასხვა დიდ და მცირე ივენთს ან ატარებს საკუთარ, დამოუკიდებელ საღამოს, სადაც სტუმრებს რეტრო თამაშებით გართობას სთავაზობს.

გარდა დამოუკიდებელი და კოლაბორაციული ივენთებისა, Tbilisi Retro Gaming-ის მიწვევა შესაძლებელია როგორც კორპორატიულ წვეულებებზე, ასევე Team Building საღამოებზე, დაბადების დღეებზე და სხვა მსგავს ღონისძიებებზე.

არსებობის მცირე დროის მანძილზე, Tbilisi Retro Gaming-მა უკვე 20-მდე ივენთი მოაწყო და მონაწილეობა მიიღო ისეთ ფესტივალებზე როგორებიცაა:

Tbilisi Open Air
Tbilisi Digital Expo
Ezo Festival
GameFest 2017,
თბილისის თასი 2017 – Cyberfield (Esport.ge) Tbilisi Comics and Video Games Festival

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here