28 სექტემბერს, 19:00 საათზე, ანტიშფოთში Georgian Game Industry Gathering-ის ივენთების სერია ჩატარდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოში მოღვაწე თამაშების დეველოპერების დაკავშირებას, ქსელის გაზრდასა და თამაშების ინდუსტრიის პოპულარიზაციას ქვეყანაში.

Georgian Game Industry Gathering-ი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც თამაშების ინდუსტრიასთან აქვს შეხება – მუშაობს როგორც პროფესიონალი ან უბრალოდ დაინტერესებულია გაიგოს მეტი.

აღსანიშნავია, რომ GGI Gathering ახლა უკვე წელიწადში ოთხჯერ, ყველა სეზონზე გიმასპინძლებთ.

დაინტერესებული ხართ ღონისძიებაზე თამაშის ჩვენებით ან სპიკერად გამოსვლით?
მაშინ შეავსეთ ქვემოთ მითითებული ფორმები 
Games
Speakers

Games

Speakers 

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here