Tor-ბრაუზერი საშუალებას იძლევა ინტერნეტით სარგებლობისას ანონიმური დავრჩეთ. მთელი ტრაფიკი Tor-ის სხვა მომხმარებლების გავლით მოძრაობს და შეუძლებელია მომხმარებლის მისამართისა და იდენტობის დადგენა. Tor-ით არა მხოლოდ კრიმინალები არამედ სპეცსამსახურები და ჟურნალისტები სარგებლობენ, რომლებისთვისაც ინფორმაციის ანონიმურად გადაცემაა მნიშვნელოვანი.

ბრაუზერი დიდი ხანია Windows, macOS და Linux პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი, ხოლო ოფიციალური მობილური ვერსია აქამდე არ არსებობდა.

ახლა მაღაზიებში არის მხოლოდ სხვა დეველოპრების შექმნილი ბრაუზერები, რომლებიც Tor ქსელს იყენებებ. Android-ის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ Tor Project-ის ოფციალური ბრაუზერით. iOS ვერსიის შესახებ ჯერ-ჯერობით დეველოპერები არაფერს ამბობენ.

გაითვალისწინეთ, რომ ბრაუზერი ალფა ტესტირების სტადიაშია და არ მუშაობს Orbot აპლიკაციის დახმარების გარეშე, რომელიც იგივე გუნდის მერ არის შექმნილი და Tor ქსელით სარგებლობის საშუალებას იძლევა Android პლატფორმაზე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here