საქართველოს 69 საჯარო სკოლა უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მათგან უმეტესობა რეგიონების, კერძოდ ახალციხის, სამტრედიის, ფოთის, მარტვილის, საჩხერის, ცაგერის, წყალტუბოს, თიანეთი, ადიგენი, ბოლნისი, ახმეტის, ყაზბეგის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხარაგაულის, ოზურგეთის და ა.შ. სკოლებია.

„საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვედ წარმართვისთვის, განსაკუთრებით რეგიონების სკოლებში, უკაბელო ინტერნეტს უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ უფლებამოსილება მიენიჭება საჯარო სკოლებისთვის უკაბელო ინტერნეტის ინფრასტრუქტურა შეისყიდოს.“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობა სავარაუდოდ 1 740 000 ლარით განისაზღვრება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here