Microsoft Azure Cloud – დღევანდელი გადაწყვეტილება

აქციეთ თქვენი იდეები რეალობად უფრო სწრაფად და მარტივად – გამოიყენეთ ღრუბელი, რომელსაც ენდობით და რომელიც თქვენთვისაა შექმნილი.
ღრუბლოვანი ბიზნესი დღითიდღე ვითარდება, Microsoft-ის ღრუბლოვანი ბიზნესის განვითარების ტემპი კი კიდევ უფრო სწრაფია. Citi Research-ის ბოლო კვლევის თანხმად, 2018 წლის პირველ კვარტალში Microsoft-ის ღრუბლოვანი ბიზნესი 100%-ით გაიზარდა, შემოსავალმა კი $1.8 მილაირდი შეადგინა. კორპორაცია Microsoft-ი რეიტინგში „Top5 Cloud Computing Vendors“ პირველ ადგილს შემდეგი ფაქტორების წყალობით ინარჩუნებს: ღრმა ჩართულობა ღრუბლის სამივე ფენასთან (IaaS, PaaS and SaaS); დღევანდელი ინოვაციური წარმოების გარემოში მომხმარებელისთვის დახმარების გაწევა AI, ML and Blockchain-ის განთავსებაში; ღრუბლოვანი ბაზრის მუდმივად წამყვანი წილის მფლობელობა და კორპორაციის CEO-ს, სატია ნადელას, ინოვაციური ხედვის და ლიდერობის უნარი.
აქციეთ თქვენი იდეები რეალობად უფრო სწრაფად და მარტივად – გამოიყენეთ ღრუბელი, რომელსაც ენდობით და რომელიც თქვენთვის არის შექმნილი.
უპირველესად განვსაზღვროთ, რა არის ღრუბელი და ღრუბლოვანი გამოთვლა (cloud and cloud computing).
მარტივად რომ ვთქვათ, ღრუბლოვანი გამოთვლა გახლავთ კომპიუტერული მომსახურების მიწოდება – სერვერები, შენახვის სისტემები, მონაცემთა ბაზები, პროგრამული უზრუნველყოფა, ანალიტიკა, დაზვერვა და, უფრო მეტიც, ინტერნეტ („ღრუბლის“) საშუალებით, შეგვიძლია გავხდეთ უფრო ინოვაციური, მივიღოთ მოხერხებული რესურსები და ეკონომიურობა. თქვენ მხოლოდ იხდით ღრუბლოვან მომსახურებებზე, რომლებიც ამასთანავე გვეხმარება ხარჯების შემცირებაში, ინფრასტუქტურის ეფექტურობის იმ მასშტაბებით გაზრდაში, რომელიც თქვენი ბიზნესისთვისაა საჭირო.
როგორც ღრუბლები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, სხვადასხვა ტიპისაა ღრუბლოვანი გამოთვლებიც. რამდენიმე განსხვავებული მოდელი, ტიპი და სერვისი განვითარდა იმისთვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.
განლაგების მიხედვით სამი ტიპის ღრუბელი არსებობს – საჯარო, კერძო და ჰიბრიდული.
საჯარო ღრუბლები ეკუთვნით და მათ მართავენ ღრუბლოვანი სერვისების მესამე ნაწილის პროდავიდერები, რომლებიც კომპიუტერულ რესურსებს გვაწვდიან სერვერებით და სტორიჯებით, ინტერნეტის მეშვეობით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Microsoft Azure არის საჯარო ტიპის ღრუბლის მაგალითი. საჯარო ღრუბლის პროვაიდერის მეშვეობით ფუნქციონირებს: ყველა აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა დამხმარე ინფრასტუქტურა. ამ სერვისების წვდომა და ანგარიშის მართვა ხდება ვებ-ბრაუზერის გამოყენებით.

Microsoft Azure არის ღრუბლოვანი სერვისების მუდმივი გაფართოების კომპლექტი, რომელიც თქვენს კომპანიას ბიზნეს გამოწვევების წარმატებით განხორციელებაში ეხმარება. ის უზრუნველყოფს პროგრამულ უზრუნველყოფას, როგორც სერვისს (SaaS), პლატფორმას, როგორც სერვისს (PaaS) და ინფრასტრუქტურას, როგორც სერვისს (IaaS). ეს არის გლობალური ქსელის ფარგლებში აპლიკაციების შექმნის, მართვისა და განთავსების თავისუფლება თქვენი საყვარელი ინსტრუმენტების გამოყენებით.
Microsoft Azure მომხმარებელს Microsoft-ის მონაცემთა ცენტრის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის რესურსებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. ეს თავისთავად განთავისუფლებთ ისეთი ინფრასტრუქტურული ხარჯებისგან, როგორებიცაა: გაგრილების სისტემები სერვერებისთვის, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი, მწყობრიდან გამოსული ნაწილებისა თუ სისტემების გამოცვლა (დროის ფაქტორიც) და ა.შ.

Azure არის ერთადერთი თანმიმდევრული, ჰიბრიდული ღრუბელი, რომელიც გავრცელებულია ბევრად მეტ რეგიონში, ვიდრე სხვა ნებისმიერი ღრუბელი. Azure უზრუნველყოფს შეუდარებელ, განვითარებად პროდუქტიულობას და გთავაზობთ სრულ კორპორაციულ შესაბამისობას, მათ შორის, მონაცემთა დაცვის რეგულაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას (GDPR).
Azure-ის პლატფორმაში აშენებულია უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის ფუნქციები. კორპორაცია Microsoft-ს მიენიჭა მაქსიმალური ნდობა, გამჭვირვალობა, სტანდარტებისა და მარეგულირებლების შესაბამისობა, და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია სათანადო კოპლექსური შეთავაზება ღრუბლოვანი სერვისების ნებისმიერი პროვაიდერისგან.

  • Azure ხელმისაწვდომია მსოფლიოს 50-ზე მეტ რეგიონში. მაიკროსფტმა, ასევე, დააანონსა დამატებითი ექვსი რეგიონი. მაიკროსფტი არის ღრუბლის პირველი პროვაიდერი, რომელმაც საკუთარი ობიექტები აფრიკის კონტინენტზე, კონკრეტულად კი, სამხრეთ აფრიკაში მდებარე ორ რეგიონში ააშენა.
  • Azure-ის 54 რეგიონი
  • ხელმისაწვდომია 140 ქვეყანაში
  • 1.6 Pbp-დე გამტარუნარიანობა რეგიონში

როგორ შეუძლია Azure-ს დამეხმაროს, თუ იგი IT აუთსორსზე მაქვს?

Azure გთავაზობთ მზა ან თქვენზე მორგებულ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ იპოვოთ გამოცდილი პარტნიორი სერვისების მართვაში ან თქვენი აუთსორსინგ პარტნიორი აქციოთ Azure პარტნიორად.

შეუძლია თუ არა Azure-ს ჩემს ინდუსტრიაში მუშაობა?

Azure უზრუნველყოფს გადაწყვეტილებებს ყველა ინდუსტრიისთვის. მარტივად შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენი ინდუსტრიისთვის შესაფერისი ღრუბლოვანი სერვისები და პროდუქტები, საკუთარ სპეციფიკურ საჭიროებებსა და ინოვაციებს რომ უპასუხოთ.

შეძლებს თუ არა Azure ხარჯების დაზოგვას?

წინასწარი გადახდის გარეშე თქვენ იხდით მხოლოდ იმის საფასურს, რასაც იყენებთ. Azure უზრუნველყოფს შეძენის მოქნილ პირობებს და ფასებს ყველა თქვენი ღრუბლოვანი სცენარისთვის. Azure, როგორც Hybrid Benefit (ჰიბრიდული სარგებელი), გთავაზობთ ყველანაირ ინსტრუმენტს თქვენი ღრუბლოვანი გადაწყვეტილების ღირებულების დათვლაში დასახმარებლად.
Microsoft-ი, კონკურენტებთან შედარებით, ყველაზე მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ რესურსებს გთავაზობთ. შეგიძლიათ მარტივად გამოთვალოთ თქვენთვის სასურველი რესურსების ფასი Microsoft Azure-ის ჭკვიანი კალკულატორით –https://azure.microsoft.com/en-us/pricing/calculator

რომელი მომხმარებელი იყენებს Azure-ს?

Fortune 500“ კომპანიების 90% საკუთარი ბიზნესის მართვას Microsoft ღრუბელს ანდობენ და წარმატებით იყენებენ მას.
Microsoft Azure არის ღრუბელი, რომელსაც შეგიძლია ენდო. ციფრებიც კი ამტკიცებენ ამას:

  • 70+ შესაბამისობის შეთავაზება – ინდუსტრიაში ყველაზე დიდი პორტფოლიო
  • „Fortune 500“ კომპანიების 90% საკუთარი ბიზნესის მართვას Microsoft ღრუბელს ანდობენ 
  • 120,000 – Azure-ის ახალი გამომწერი თვეში

რატომ Azure?

  •  ეს არის ღრუბელი ყველასთვის
  •  ჩვენ გვჯერა, რომ ღრუბლის მეშვეობით წარმატებას მიაღწევს ყველა ბიზნესი და ორგანიზაცია – პატარა თუ დიდი, ძველი თუ ახალი.
  •  ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საქმეს აკეთებს შენ ნაცვლად.
  •  დამაჯერებლად შეასრულე მომსახურება ღრუბლის მეშვეობით, რომელსაც ენდობი.
  •  ინტელექტუალური ღრუბელი და ინტელექტუალური ზღვარი – ეს არის კომპიუტერული მართვის მომავალი.
  •  მიიღეთ ინტელექტუალური, თანმიმდევრული, ყოვლისმომცვლელი პლატფორმა Azure-ის მეშვეობით.

დაიწყეთ დღეს იმისთვის, რომ ხვალ მიიღოთ მაქსიმალური შედეგი Azure აპლიკაციების გამოყენებით.
კომპანია „დილაინი“, რომელიც მზად არის საკუთარი პარტნიორები უზრუნველყოს პროფესიული მხარდაჭერით, კორპორაცია Microsoft-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

საკონტქატო ინფორმაცია
შპს დილაინი
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 17ა, 0179, საქართველო
ტელეფონი: +995 32 2 22 17 39

E-mail: [email protected]

წინა სტატიაქართული წარმოების საათი – Airadi, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს ზომავს
შემდეგი სტატიაFacebook-მა სერვისის გატეხვის დეტალები გამოაქვეყნა: ჰაკერებმა 30 მილიონამდე მომხმარებლის ტელეფონის ნომრები და ელ-ფოსტის მისამართები მოიპარეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი