შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს კიბერდანაშაულის რაოდენობა გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, პირველ რვა თვეში დანაშაულის – 613 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა წელთან შედარებით 111%-ით არის გაზრდილი.

ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის მაჩვენებელიც. 2018 წელს კიბერდანაშაულის თითქმის 90% გაუხსნელი რჩება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:

• მუხლი 284 – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა;

• მუხლი 285 – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა;

• მუხლი 286 – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here