18 ნოემბერს, თბილისში პირველი POP X Spotlight ჩატარდება, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნება.
ღონისძიებას „მარკეტერი“ და Europebet-ის მულტიმედია პლატფორმა POP X წარმოგიდგენთ.
POP X Spotlight-ის ბილეთების შეძენა 1 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ღონისძიება Spotlight მარკეტინგული თუ სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლებს 2013 წლიდან აძლევს სივრცესა და დროს კომუნიკაციისთვის, იდეების გაცვლისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. 6 წლის განმავლობაში იცვლებოდა ღონისძიების თემატიკა – მარკეტინგიდან რეკლამამდე, მენეჯმენტიდან სტარტაპებამდე. ის აგრძელებს ხედვის მიხედვით მოქმედებასა და ახალ-ახალი სფეროების მოცვას.
2018 წელს კი Europebet-მა თავის ქვებრენდ POP-ს კიდევ ერთი მულტიმედია პლატფორმა POP X დაუმატა. POP X, როგორც უნიკალური პლატფორმა საქართველოში, მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მზარდი სფეროს პოპულარიზაციას. POP X მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაიცნოს ის გამომგონებლები, რომლებიც ქმნიან დღევანდელ დღეს და რეალობას. რაც შეეხება თანამშრომლობას, POP X-ის და Spotlight-ის კოლაბორაცია Europebet-ს საშუალებას აძლევს გაზარდოს ბრენდის ცნობადობა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროების წარმომადგენლებში.