7 დეკემბერს ბიზნეს ცენტრ მოზაიკაში სამ დღიანი ჰაკათონი მოეწყობა.
Product Savvy Consulting Georgia და კორპორაცია WolfPack Systems-ი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, დეველოპერებს სამ დღიან ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟება.
ღონისძიება 7 დეკემბერს, 20:00 სთ-ზე დაიწყება და 9 დეკემბრის 21:00 სთ-მდე გაგრძელდება.
ჰაკათონის მთავარი თემა მოგზაურობა, მასთან დაკავშირებული გამოწვევები და ამ გამოწვევების ტექნოლოგიური გზით გადაჭრის გზებია.
მონაწილეები გუნდებად რეგისტრირდებიან, თუმცა, ინდივიდუალურადაც აქვთ მსურველებს შესაძლებლობა გუნდებსა და თვითონ ღონისძიებას შეუერთდნენ.
გამარჯვებული $1000-ით დაჯილდოვდება.