Optio.Ai-სა და ტერა ბანკს შორის თანამშრომლობა გაფორმდა – რას უნდა ელოდოს მომხმარებელი?

რა არის Optio.Ai და რას სთავაზობს ის დაინტერესებულ პირებს? – ამ კითხვით Optio.Ai-ს ერთ-ერთ დამფუძნებელ შოთა გიორგობიანს მივმართეთ: 

“Optio.Ai ფინანსურ ინსტიტუტებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროდუქტებს სთავაზობს. მოცემულ მომენტში ჩვენი შეთავაზება მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:

  • Optio Bot -ნებისმიერ ენაზე (მათ შორის ქართულად) მოსაუბრე საბანკო ჩეთბოტი, რომელიც ბანკს საშუალებას აძლევს საკუთარი სერვისები მარტივად მიაწოდოსმომხმარებელს სხვადასხვა მესინჯერებში და დაეხმაროს საკუთარ კლიენტებს პირადი ფინანსების მართვაში;
  • ტრანზაქიცების კატეგორიზაციის სერვისი – ღრუბლოვანი სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა საბანკო ტრანზაქციებზე განისაზღვროს კატეგორიები (მაგალითად კვება, გართობა, საწვავი და ა.შ.), ხოლო შემდეგ ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნას როგორც ბანკის მხრიდან, ისე კლიენტის მხრიდან. სერვისის მთავარი განსხვავება ბანკების არსებული მიდგომისგან ის არის, რომ სერვისი არ იყენებს ე.წ. MCC კოდებს და ტრანზაქციის აღწერიდან ახდენს კატეგორიის დადგენას;
  • Optio Insight – ვებ-აპლიკაცია რომელიც ბანკის გაყიდვებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს მიიღონ სხვადასხვასტატისტიკური ინფორმაცია, მათ შორის მომხმარებლების სეგმენტაცია, მომხმარებლების ხარჯვითი ქცევა და ა.შ. და შემდგომ გამოიყენონ საბანკო პროდუქტების ეფექტური შეთავაზებისათვის”

კითხვაზე თუ რას ითვალისწინებს Optio.Ai-სა და ტერა ბანკს შორის შემდგარი თანამშრომლობა, გიორგობიანი ამბობს, რომ ტერაბანკი ის პირველი ქართული ბანკია, რომელმაც Optio.Ai-სთან დაიწყო თანამშრომლობა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში  კი, ტერა Optio-ს ყველა პროდუქტს მიიღებს, რაც ბანკისთვის  ბევრ ახალ შესაძლებლობას შექმნის.

“ბაზარზე არსებულ ანალოგიურ სერვისებთან შედარებით, ტერაბანკის ახალი პროდუქტით, მომხმარებლები სრულიად ახალ, თანამედროვე და განსხვავებულ ფორმას გამოიყენებენ, რაც ბევრ სასარგებლო ფუნქციონალს, დისტანციურ და ანალიტიკურ მომსახურებას გააერთიანებს.” – ამბობს შოთა გიორგობინი. 

წინა სტატიათანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია თელავის ტექნოპარკში გაიმართა
შემდეგი სტატიაიაპონიის ერთ-ერთ კაფეში რობოტი მიმტანი მოგემსახურებათ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი