თანადაფინანსების გრანტების პროგრამის პრეზენტაცია ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.

დაინტერესებულმა პირებმა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი.

“ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რათა სახელმწიფოსგან მიიღონ საწყისი ფინანსური მხარდაჭერა, შექმნან სტარტაპები და ისარგებლონ საერთაშორისო მენტორშიფით სილიკონის ველიდან იმისათვის, რომ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ინოვაციური იდეების საერთაშორისო კომერციალიზაცია მოახდინონ.”- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

შეგახსენებთ, რომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here